პროექტი
Friday, June 30, 2017
Sunday, June 29, 2014
დღე IX
ამ მოდულში მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. გადავხედეთ და დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიო შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისათვის. ყველა პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან რთულია იმუშაო პროექტზე და განახორციელო ის ყველაფერი რასაც ითხოვს პროექტი. მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს, რომ გამოვიდეს ძალიან კარდი პროექტი, მთავარია მივხვდი რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა გავაკეთო, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ მანანას. მიყვარხართ ყველა.
Saturday, June 28, 2014
დღე VIII
დღევანდელ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები თქვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით პრეზენტაციის დოკუმენტი. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.ვიყავით ფასილიტატორის როლში და შევქმენით კითხვარები.
Wednesday, June 25, 2014
დღე VII
წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა; შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. მომდევნო აქტივობებში ჩვენ წყვილებში ან ჯგუფებში ვიმსჯელებთ შეფასების რუბრიკებზე ვიმსჯელებეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას, მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის,დავგეგმეთ შეფასება მოსწავლეთა თვითრეგულირებისთვის, შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი).
Sunday, June 22, 2014
დღე VI
ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავებთ შეფასებების გეგმას და გამოიყენებთ პროექტების შეფასების ფორმებს ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, ჩვენ გამოვიყენეთ დარჩენილი დრო, რათა გადაგვეხედა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ქალბატონ მანანას.
Saturday, June 21, 2014
დღე v
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვისწავლე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, შევქმენი მოსწავლის ნიმუში, ვიმუშავე pouer point-ში, გავეცანი საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას, გამოყენებული ლიტერატურის შესახებ.
Sunday, June 8, 2014
დღე IV
დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ნელ-ნელა გავდივართ პროექტის გეგმის შაბლონის შესწავლაში. დღევანდელი ტრენინგის მიზანი იყო შეფასების გეგმა და მისი ხუთი მიზანი, მოსწავლეთა საჭიროებების განსაზაღვრა თვითრეგულირება.ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე და მისი განხილვისას გავიხსენეთ ინფორმაცია პროექტების შეფასების გვერგიდან. ცჰემი პროექტისთვის შეფასების ხუთივე მეთოდები და ინსტრუმენტები ავირჩიეთ და შევავსეთ შეფასების გეგმა. გავეცანით რიმეო და ჯულიეტას პორტფოლიოს შეფასებებს და შევქმენით ჩემი პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებები ვიცი- მინდა- ვიცოდეს დიაგრამის მიხედვით.
Subscribe to:
Comments (Atom)